0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ერთობლივი ტრენინგი თელავში გაიმართება

საქართველოს ბანკი ბუღალტრების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ პარტნიორობით თელავში ტრენინგი ჩატარდება. ღონისძიება 16 სექტემბერს, 18:00 საათზე, Holiday Inn Telavi-ში გაიმართება.

 

შეხვედრა ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო ვალდებულებები. ასევე,   ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები. ტრენინგს თეა გორგოძე გაუძღვება, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

 

ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wCCqPW

 

 „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საჭირო  და საინტერესო წამოწყებებსა და პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ. შეხვედრების სერიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, კიდევ უფრო მეტ ბუღალტერს მივცეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე ან ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბუღალტრების საქმიანობაზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...