0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დაამატე თიბისის ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი თიბისის მობაილ ბანკის საშუალებით

2022 წლის სექტემბრის დასაწყისიდან თიბისი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება. თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი თიბისის ბარათს მიაბან.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, თიბისის მობაილ ბანკის მეშვეობით, ფილიალში მიუსვლელად. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება  შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

  • თბილისის მეტრო
  • თბილისის ავტობუსი
  • თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
  • თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე  საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში“- განმარტავს თიბისის გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გოგია.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...