0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ მორიგ საინტერესო პროექტს ახორციელებს. „მწვანე ხეივანი“ 55,965 კვ.მ-ზე 7 საცხოვრებელ ბლოკს, დახურულ აუზს, სპა ზონას, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს.

კომპლექსი 30 სხვადასხვა ტიპის, 684 ბინისგან შედგება.  პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია კი 14 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „მწვანე ხეივანის“ დასრულება 2024 წელს იგეგმება.

„მწვანე ხეივანი“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს შესთავაზებს. პროექტი მიწისქვეშა ორდონიან ავტოსადგომს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ღია ფიტნესს და საბავშვო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ადგილზე ასევე მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველობილიკები თავისი ველოსადგომით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი ვუზრუნველყოთ „მწვანე ხეივანის“ მაცხოვრებლებისთვის. ამისთვის, კომპლექსის ლობიში განთავსდება კონსიერჟი, დახურული ეზო კი 24 საათიანი დაცვითა და კამერებით აღიჭურვება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“, - აცხადებს გრადას გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნათია ლაბაძე.

"გრადა 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე, პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ მორიგ პროექტს — მწვანე ხეივანს, რომელიც დიღომში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც აღნიშნული სექტორის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, — აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...