0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის რიგით მესამე გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, Miami Ad School Europe-ში საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ანანო გაბუნია ბერლინში, Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას.

გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ბანკის, Miami Ad School Europe - ისა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იყვნენ. სტიპენდიის მისაღებად კონკურსში 70 აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას.

„Miami Ad School Europe-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. MASE-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ  MASE-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით უკვე მესამე ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გააგრძელოს სწავლა ბერლინში. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა განსაკუთრებით საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კონკურსის თითოეულ მონაწილეს და წარმატება ვუსურვოთ გამარჯვებულს ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. შემდეგი მიღება მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოცხადდება. დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...