0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი მასპინძლობს კერამიკის გამოფენას „თიხის სივრცე“

5 ივლისს 18:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, მასპინძლობს თანამედროვე ქართული მხატვრული კერამიკის გამოფენას „თიხის სივრცე“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის 14 ავტორის 42 კერამიკული ნამუშევარი.

 

მონაწილე ავტორები: მერაბ გუგუნაშვილი, ნატო ერისთავი, ოთარ ვეფხვაძე, მარიამ იზორია, ნინო კოპალაძე, გიგიშა პაჭკორია, ირინა სალმინა, ბექა ტაბაღუა, ლალი ქუთათელაძე, მალხაზ შველიძე, ელენე ჩლაიძე,  ნინო ციციშვილი, ანა ჯაფარიძე, ირინე ჯიბუტი. კურატორია ქეთევან კორძახია. გამოფენა გაგრძელდება 2022 წლის 30 აგვისტომდე.

 

„ხელის სიმღერას, ცეცხლის ხელოვნებას, სულის მუსიკას ეძახიან მხატვრები კერამიკას, - უძველეს, რთულ და მომხიბვლელ ხელობას.

კერამიკული ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებითი ძალა მრავალმხრივია და უსაზღვრო...

მიწა, წყალი და ცეცხლი მათ ხელში მშვენიერებად გადაიქცევა.

მათი ქმნილებები საუკუოდ ინახავენ ადამიანის სულის თრთოლვას.

თიხა - კერამიკის მთავარი ნედლეული, განსაკუთრებული მინერალური ნარევია. პლასტიურობის გამო ადვილად ემორჩილება ადამიანის ნებას, მოდელირებისას ინარჩუნებს მიცემულ ფორმას, გაშრობისა და გამოწვის შემდეგ მყარი და წკრიალა ხდება. მის ზედაპირზე მკაფიოდ რჩება თითის ანაბეჭდები, - ოსტატის ხელების ცოცხალი შეხების კვალი.

მაგრამ, ცეცხლში მოპოვებული სიმყარე მუდმივი არ არის, - კერამიკული ნამუშევარი მყიფეა და ამიტომაც უნდა „როგორც ცოცხალთან“ მოპყრობა.

განსაკუთრებული სიფრთხილით კერამიკულ ნამუშევრებთან თავად კერამიკოსები არიან, - იციან, რა რთულია ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. სასურველი შედეგის მისაღწევად „ცეცხლით ნათლობის“ გზის ყველა სირთულის ცოდნაა საჭირო.

როგორ ნერვიულობს მხატვარი გამოწვის დროს, როცა ნებსით თუ უნებლიედ ნამუშევართან ღუმელის მჭიდროდ დახურული  კარი აშორებს?!

და რამდენი სიხარული მოაქვს ხელახალ შეხვედრას?!

დასრულებული, გაცივებული კერამიკის მინანქრის ნაზი ბზვინვარება, მეტალის მარილების იდუმალი ბრწყინვალება, შებოლილი სიბრტყეებისა და მოცულობების თანაბარი სუნთქვა... ამიტომაა, რომ ჩვეულებრივი თიხის ჭურჭელი ჩვენს ეპოქაშიც ადამიანურად თბილი და მომხიბვლელია. ის ადამიანის შექმნილია“.

 

                                                                                                                                                      ალდე კაკაბაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...