0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 306 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნისა და აღნიშნული მიმართულებით, მსესხებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. აღნიშნული თანხა ADB-მ, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსების შედეგად მოიზიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ADB-სთან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული ტრანზაქცია აძლიერებს თიბისი ბანკის ვალდებულებას - მხარი დავუჭიროთ იპოთეკურ მსესხებლებს ფინანსური სახსრებით ეროვნულ ვალუტაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საცალო სეგმენტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებით, ADB ხელს უწყობს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შემცირებას. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება მხარს უჭერს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ADB მოხარულია თიბისისთან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრძელვადიანი იპოთეკური სესხების დაფინანსებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველვყოფთ. სახლი ოჯახის მიერ შეძენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ამასთანავე, განვითარებული დეველოპერული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია“, - აშოკ ლავასა, აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...