0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ“. 

 

ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსებით  როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.

 

პროექტ „იდეათეკის“ მიზანს წარმოადგენს რეგიონების საჯარო სკოლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით ხელი შეუწყოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. შექმნას სივრცე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ   როგორც გაკვეთილების უფრო საინტერესო ფორმატში ჩატარებას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას. 

 

„მოხარული ვართ, რომ მორიგი, რიგით მე-10  იდეათეკა  ამჯერად ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გავხსენით. პროექტი სამი წლის წინ დავიწყეთ იმ იდეით რომ ხელი შეგვეწყო განათლებისთვის მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. გვინდოდა ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე და შედეგად, უკვე 6,000-ზე მეტ მოსწავლე  აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს გორის სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, დუისში, ასევე ფოთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, ოზურგეთში, თბილისში. მათ აქვთ წვდომა იდეათეკაში განთავსებულ რესურსებზე: ინტერნეტზე, კომპიუტერებზე, პროექტორზე, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოებზე.  ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...