0 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ივნისის მაკროეკონომიკური მიმოხილვა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. წინა კვირის ანონსის შესაბამისად, 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაიზარდა, - 5.5%-ზე მეტიდან, თითქმის 8%-მდე. ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები. ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა.   

 

ამავდროულად, ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება.  

 

მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე ძირითადად მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა. გასაგებია, რომ თუ საქართველოში ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ამით ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასი არ შემცირდება. ამასთან, ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ თიბისი კაპიტალის აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხარებლო და ბიზნეს განწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება. თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება თიბისი კაპიტალის აზრით, საბაზო სცენარია.

 

ლარის საშუალო კურსის კუთხით, თიბისი კაპიტალის აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...