0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის

თიბისისა და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის“. კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას.

 

ფორუმში მონაწილება მიიღეს თიბისის, კომპანია ენოვუსის,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი), არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის და სხვადასხვა განახლებადი ენერგიის კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის ინოვაციური ტექნოლოგიების და გადაწყვეტების, ენერგეტიკის სექტორში მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და მოხმარების წამახალისებელი მექანიზმების შესახებ.

 

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, აამაღლოს ცნობიერება განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების შესახებ,  წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის გამოყენების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესებს, ეფექტურად უპასუხონ ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგონ და გახდნენ ენერგოდაუმოუკიდებლები, ისე რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა 5 ივნისის კვირაში. ამ დღეს აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...