1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარის კურსის ჩარჩო

თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩო ტრადიციულად 3 კომპონენტს ითვალისწინებს. პირველი, სავალუტო შემოდინებები, მართალია ისეთი მაღალი აღარაა, თუმცა წინა წლების, უფრო ნორმალიზებული დინამიკის გათვალიწინებით, მისაღებ დონეზეა, ვიდრე დაბალია. ამდენად, ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასება ნეიტრალურია. მეორე კომპონენტის, ინფლაციის კუთხით, სიახლე არაა, რომ სამომხმარებლო ფასების დინამიკა სამიზნეზე დაბლაა. მაშინ, როდესაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მაღალი ინფლაცია ვალუტის გაუფასურებასთან ასოცირდება, მოკლევადიან პერიოდში, სამიზნეზე დაბალი ინფლაცია, ვალუტის კურსის კუთხით, ნეგატიური ფაქტორია. უფრო გასაგები ტერმინოლოგიით, ეს კავშირი მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით ჩანს. ამასთან, თეორიულად მაინც, მნიშვნელოვანია განაკვეთების არა ფაქტობრივი, არამედ მოსალოდნელი ცვლილება, რადგანაც ხშირად პროგნოზი გაცვლით კურსში უკვე ასახულია. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ახლახანს მოლოდინები, მცირედით, თუმცა მაინც უფრო ნაკლებ შერბილებაზე მიუთითებს. ასევე საყურადღებოა, რომ პირველ რიგში, ინფლაციის არა ფაქტობრივი დონეა მხედველობაში მისაღები, არამედ მისი პროგნოზი. ამ მხრივ, დიდწილად კონსენსუსია, რომ მომავალ წელს ინფლაცია სამიზნეს დაუბრუნდება და უფრო მატიც, მცირედით უფრო მაღალიც კი იქნება. ამდენად, ინფლაციის კუთხით, შეფასება თუ პოზიტიური არა, დიდად არც ნეგატიურია. ასევე საყურადღებოა, რომ თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზის ჩარჩოს მიხედვით, სხვა ცვლადებთან ერთად, ინფლაციის აღნიშნული მოლოდინი, 2024 წლის ბოლოს ლარის აშშ დოლართან დაახლოებით 2.75-იან ნიშნულს ითვალისწინებდა.

 

მესამე კომპონენტის, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამჟამად, ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა. ასევე, თავისთავად არა ყველა ინდუსტრიის შემთხვევაში, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ჯამურად საქართველოს ეკონომიკისათვის ლარი კონკურენტუნარიანობის კუთხის არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, როგორც გრძელვადიანი ტენდენციის, ასევე კონკურენტუნარიანობის კუთხით, შეფასებები ცალსახა არაა და ვერც იქნება. ამდენად, ამ კომპონენტის კუთხით, ლარის კურსის ჭრილში განსხვავებული შეფასებებიც შეიძლება არსებობდეს. ამდენად, თიბისი კაპიტალშ ფიქრობენ, რომ ლარის საშუალო კურსის კომპონენტი ან ნეიტრალური ან გარკვეულწილად მაინც ნეგატიურია.

 

იყო თუ არა ეს მსჯელობა გათვალიწინებული თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ საბაზო სცენარში? თავისთავად, და რა შეიცვალა დღევანდელი გადასახედიდან? შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩანს, მოლოდინი მხოლოდ მცირედით უფრო მეტი შესწორების მიმართულებითაა.

 

ასევე საყურადღებოა, რომ საბაზო სცენარის გარდა, სავალუტო რისკის აღებისას, სხვა ანალიტიკაც არის გასათვალისწინებელი. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიმდინარე წლის 13 ივლისს განხილული კვლევა თემაზე: „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი: შესაძლებლობები და რისკები“ კვლავ რელევანტურია.

 

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...