0 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველაფერს ვიტყვით” – სუბარი მთავრობაში დახურულ შეხვედრებზე

“ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველაფერს ვიტყვით” – აცხადებს, “ქართული ოცნებიდან”  წასული დეპუტატი სოზარ სუბარი. მისი თქმით, მას აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, “თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე”.

“როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ ეს კითხვები გვაქვს. ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ ჩვენ მმართველი გუნდი რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად. დეტალებში ვიცით შინაარსი. შანტაჟი არ არის ეს ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, როდესაც ისმება კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები არის საჭირო”, – თქვა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები