0 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს – ლავროვი

თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიიღებს, მაშინ რუსული ჯარების სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

„არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის იმ ნაწილს, რომელსაც ზელენსკი, ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს, ჰქონდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიას და იმ რესპუბლიკების ტერიტორიას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მათ, ვისაც სურს თავიანთი მომავალი, თავად გადაწყვიტონ, “ –  განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები