2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,, 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს!" - ალუდა ღუდუშაური დეკანოიძეს

80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს! - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  ალუდა ღუდუშაურმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ, ხატია დეკანოიძეს.

ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, მმართველი გუნდი აპირებდა თუ არა რეანომობილების რაოდენობის გასაზრდელად თანხის გამოყოფას. ასევე, კომიტეტის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის იმ შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებასთან თანხმდება.

„აზრი არ აქვს საუბარს, „არ გათეთრდების ყორანიო“ - ისეა ამათი საქმე. არავის ჩაუკეტავს კარები, ორი კარია და ორივეგან შეგიძლიათ ერთდროულად გახვიდეთ, მატრიცასავით. გეუბნებით, თქვენთან ვარ ამ საკითხში, იმ საკითხში და მაინც მებრძვით. იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ კონკრეტული საქმე ვაკეთოთ. წყალს წაუღია ნებისმიერი მანდატი და პოლიტიკა, თუ ხალხს არ ემსახურება. ხალხს ემსახურება რეანომობილი და დიახ, კარგია! ვიღაცებისნაირად კი არ ვარ რაღაცებს გამოკიდებული. ხალხში დავდივარ და ამაყად უნდა ვიარო. ნუ იქნებით სიცრუის ტირაჟირებაში. რეანომობილთან დაკავშირებით ამბავი ატეხეთ და სამარცხვინო რაღაცები გააკეთეთ. სავალუტო ფონდთან დაკავშირებითაც ატეხეთ ამბავი - რა შუაშია [სებ-ის 19 სექტემბრის] გადაწყვეტილება, ხომ იცით, რომ [სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება] ეგრე არაა. რაც შეეხება ყავლაშვილის დაგინებას, ძალაშია. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს შენი პარტიის ყოფილმა ბოსებმა, იმიტომაა ეს. რუსული საქმე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები