0 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბოლო 10 დღეში მესამედ მიყვებიან ტურისტები, რომ მთაში ქართველებმა მათი გაუპატიურება სცადეს, ერთი შემთხვევა თბილისშიც მოხდა..."

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ურუშაძე პოსტს აქვეყნებს.

“ბოლო 10 დღეში უკვე მესამედ მიყვებიან ტურისტები, რომ მთაში ქართველებმა მათი გაუპატიურება სცადეს. ერთი შემთხვევა თბილისშიც მოხდა.

გერმანელი გოგონა ნელი Couchsurfing-ზე გავიცანი და დავმეგობრდით. საქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილებიც ვურჩიე. თავდაპირველად ნელიმ და მისმა მეგობრებმა სვანეთში წასვლა გადაწყვიტეს.

მესტიისკენ მიმავალმა გაოცებულმა დამირეკა, რომ უცნაური ქართველი ტიპი აეკიდათ და ვერ ხვდებოდნენ რა უნდოდა. მამაკაცი ამბობდა, რომ გიდი იყო და უფასოდ დაეხმარებოდა, თუმცა ქართულის გარდა სხვა ენაზე არ საუბრობდა.

სმიტების ამბის გამო შეშინებულმა სასწრაფოდ გადავურეკე, ქართველ ტიპსაც ველაპარაკე და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო.

დღეს დილით ნელი დაბრუნდა და მიყვება რომ იმ ტიპმა მისი და მისი მეგობრის გაუპატიურება სცადა. საბედნიეროდ, პოლიცია ადგილზე დროზე მივიდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ეს იმის მანიშნებელია, რომ კუსტარული გიდების ამბავი დროულად უნდა დამთავრდეს. ფსიქოფატებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავი გიდებად გაასაღონ და ადამიანებზე იძალადონ" - წერს გიორგი ურუშაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები