2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

 

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. 

 

სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.

 

დღეს დილიდან  სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც  სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა. 

ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები