2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პროფილის” პროდიუსერმა მაია ასათიანთან საქმიანი კავშირი გაწყვიტა და “რუსთავი 2”-ში მიბრუნდა – „ბუნებრივია, გული დასწყდებოდა, მაგრამ…“

„რუსთავი 2“-ზე ახალი გადაცემა იწყება – „სხვა კითხვებს“ ნიკოლოზ ხაჩიძე გაუძღვება. მისი პირველი გადაცემა, სადაც ნანი ბრეგვაძე ჰყავს სტუმრად, ეთერში ექვს იანვარს გავა. ნიკუშა ხაჩიძე დიდი ხნის განმავლობაში მაია ასათიანის გადაცემის „პროფილი“ პროდიუსერად მუშაობდა, მაგრამ მათი კავშირი ცოტა ხნის წინ დაიშალა.

„პროფილიდან“ სექტემბერში წამოვედი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ გადაცემაში. ასე დიდხანს არსად მიმუშავია  და ეს იმ ფანტასტიკური გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეშიც მაია ასათიანი იყო. მაიასთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტი გახლდათ. ბევრ რამეს სწავლობდი, ბევრ რამეს იგებდი… რაც მთავარია, ყველაფერს ითვალისწინებდა და იყო სრული ჰარმონია. ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი. „მარაოზე“, პროფილზე“ და კიდევ არაერთ გადაცემაზე ვიმუშავეთ, რაც გადიოდა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ასე რომ, ბევრი ნაყოფიერი წელი გავიარეთ ერთად. მერე კი მივხვდი, რომ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო.

მე წამოვედი და არ ვიცი, გაგრძელდება „პროფილი“ თუ არა. „ტვ პირველიდან“ რომ წამოვიდა მაია, მე მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ეს გუნდი დამეტოვებინა. მაია ასათიანი იმდენად ნიჭიერი ადამიანია, სადაც უნდა წავიდეს და რაც უნდა დაგეგმოს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. მაია არა მხოლოდ ტელეწამყვანია, პროდიუსინგში, იდეებში – ყველაფერში მონაწილეობდა. იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, სადაც უნდა იყოს, მაინც წარმატებული იქნება.

იმდენად შეგნებული და საქმის პროფესიონალია, რომ როდესაც ვუთხარი, მივდივარ-მეთქი, არ სწყენია და არც უნდა სწყენოდა. ყველას კარგად გვესმის, რომ სამუდამო არაფერია… არანაირი განხეთქილება და კონფლიქტი ჩვენ შორის არ ყოფილა. პირიქით, ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც მრავალი წლის კოლეგებსა და მეგობრებს შეეფერებათ. ბუნებრივია, გული დასწყდებოდა, მაგრამ ესეც არ გამოუხატავს, გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს”, – განუცხადა “სარკეს” ნიკოლოზ ხაჩიძემ.

წყარო: “სარკე”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები