1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს: მიკროსაფინანსოს ოფისში შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი

შსს-ის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრობიზნესკაპიტალის შენობაში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.  

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ცნობით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

"პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო", - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები