1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ირინა ონაშვილი დამხმარე ქალმა გაქურდა - ბრალდებულმა სახლიდან 10 000 ლარის სამკაულები წაიღო

სამართალდამცავებმა „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა.

საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

 ირინა ონაშვილის განცხადებით, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

"დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ქურდობას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილს დიდი ოდენობით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ქალს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები