1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი დიღომი, ვარკეთილი, ნუცუბიძის პლატო და დიღმის სანერგე მეურნეობა - ბოლო პერიოდში ბინების გაქურდვისთვის 6 პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

პოლიციამ დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გაქურდვის ფაქტზე სულ დაკავებულია 6 ადამიანი.

"პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები" ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოზე და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსა.

ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია 6 პირი,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები