1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ყველაზე ეჭვიანი სამი ზოდიაქოს ნიშანი

ლომი - ლომი ბუნებით ლიდერია და დაბადებიდან თავს მეფედ ან დედოფლად აღიქვამს. არ აქვს მნიშვნელობა, ბუნებამ რამდენად მიმზიდველი გარეგნობით ან ნიჭით დააჯილდოვა. ნებისმიერ ლომს მიაჩნია, რომ სწორედ ის არის "სამყაროს ჭიპი" და გარშემო მყოფებმა, ულაპარაკოდ უნდა სცენ თაყვანი მის დიდადპატივცემულ პიროვნებას. 
ნებისმიერი ლომი, დაუღალავად ცდილობს მონახოს ისეთი საზოგადოება ან კონკრეტული ადამიანი, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავის უნიკუმად აღქმა შეეძლება. იმ შემთხვევაში კი თუ ლომმა თავი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, მეორეხარისხოვან პერსონად ჩათვალა, იგი დაუყოვნებლივ გაწყვეტს ამგვარ კავშირს და უკანმოუხედავად წავა უკეთესი "სამეფოს" საპოვნელად. ლომის ეჭვიანობა იწყება იმაზე ფიქრით, რომ იგი კარგავს დომინანტის როლს ურთიერთობაში. 


კირჩხიბი - მანიაკალური მიჯაჭვულობა ახასიათებს საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ ეჭვიანობა და კირჩხიბი განუყოფელი ცნებებია. თუმცა ვერძისგან განსხვავებით კირჩხიბი დებოშით, ჩხუბით ან თეფშების მტვრევით არასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მოღალატე პარტნიორის მიმართ. თავიდან იგი უხმოდ იტანჯება ან უბრალოდ იბუტება რაღაც დროით. თუმცა შემდგომ თუკი მისი ეჭვები დადასტურდა და აღმოაჩინა, რომ რეალური მიზეზი აქვს განგაშის ასატეხად, კიბოსავით იწყებს ზურგიდან შემოვლას და როდის რას მოიმოქმედებს მოღალატე პარტნიორის გასამწარებლად ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. დაიმახსოვრეთ, შურისმაძიებლობით კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკ ნიშანს მორიელს არათუ ჩამოუვარდება, ხანდახან ამეტებს კიდეც. 

მორიელი - მისი ბუნება ზოგადად ეჭვიანია, ამიტომ მორიელი ეჭვით ეკიდება არამხოლოდ პირად ურთიერთობებს არამედ ზოგადად ყველანაირ ურთიერთობას ცხოვრებაში. მას შეუძლია გულწრფელობაზე გადაამოწმოს საკუთარი ოჯახის წევრი და უახლოესი მეგობარიც კი, თუკი ინტუიციამ უკარნახა, რომ ეს უკანასკნელი მის წინააღმდეგ რაიმე სახის ინტრიგას ხლართავს. ინტუიცია კი მორიელს მერწმუნეთ ძალზე ძლიერი აქვს. სიყვარულში მორიელი არასოდეს ხსნის კარტებს ბოლომდე, ამიტომ მეორე ნახევარმა სავარაუდოდ მის შესახებ ათწლიანი თანაცხოვრების მერეც კი ბევრი რამ არ იცის, ყველა მორიელს გააჩნია დაფარული საიდუმლობები და ხშირად ორმაგი ცხოვრებაც. სამაგიეროდ, პარტნიორისგან მორიელი აბსოლუტურ ნდობასა და გულწრფელობას ითხოვს. ღმერთმა ნუ ქნას, მისი მოტყუება განიზრახოს ვინმემ. იგი კირჩხიბივით კი არ ამოგითხრით "ინკოგნიტოდ" სამარეს ზურგსუკან, ღიად გამოგიწვევთ ბრძოლაში და არ დაიღლება მანამ, სანამ მორალურად და ფიზიკურად საფუძვლიანად არ გაგანადგურებთ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები