0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ზუგდიდში, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოპარეს - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ 1973 წელს დაბადებული ე.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 2 უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა.

სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები