0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დაპირისპირება თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის შესვენებისას მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. სკოლაში გამომძიებელიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები