0 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს-მ ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ბრალდებულმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1993 წელს დაბადებული ხ. ჭ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები