0 7 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს: მესტიის საკრებულოს წევრს პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

მესტიის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჩაცხრილვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესტიის ცენტრში ენმ-ის წევრს, ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები