2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირაში ფასების სხვადასხვა საზომი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით გაანგარიშებული ინფლაცია დამატებით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ხშირად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორია. ამავდროულად, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი შემცირება და მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების საბაზო სცენარი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო 12 თვეში, ან უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს ან უფრო დაბალი იქნება. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, უკვე მიმდინარე ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, როგორც ჩანს, დეფლაცია დაფიქსირდება. საქსტატის ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. 

 

ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლიდან საყურადღებოა, რომ რეალური ექსპორტის შემცირება, სავარაუდოდ, უფრო საბაზო ეფექტითა და ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და მომდევნო თვეებში გარკვეული აღდგენაა მოსალოდნელი. ამასთან, შიდა მოთხოვნის შეფასების წინასწარი ინდიკატორები, როგორიცაა Google-ის მობილურობა და სექტორული ბრუნვები, კვლავ ძლიერია. 

 

საკრედიტო აქტივობის მხრივ, ოქტომბერი კვლავ ზომიერი მაჩვენებლით განისაზღვრა. უფრო მეტიც, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, დაკრედიტების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 3% შეადგინა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაბალი ნიშნულია. თიბისი კაპიტალის აზრით, ახლო მომავალში ლარში საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი დაწევა და, ასევე, მომავალ წელს, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების ციკლის დაწყება, საკრედიტო აქტივობას შედარებით გააუმჯობესებს. აშშ დოლარის საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბაზრის მოლოდინებით გრძელვადიანი განაკვეთები, მაგალითად, ამერიკის მთავრობის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების უკუგება,  უკვე დღესაც პიკზეა, რაც საქართველოში როგორც ლარის, ასევე ეკონომიკური ზრდისთვის სამომავლოდ პოზიტიური განვითარებაა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები