1 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი მომხმარებლების მიერ უკრაინის მიმართულებით ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხული თანხების საკომისიოს სრულად დაფარავს

თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით,  თიბისის მომხმარებლების მიერ უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე, ქველმოქმედების დანიშნულებით გადარიცხული თანხების საკომისიოს ბანკი თავად დაფარავს.

ჩვენი რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში საქველმოქმედო ფონდის შესაბამისი აღნიშვნა - ქველმოქმედება/Donation გამოიყენონ.
ამ ანგარიშზე გადარიცხულ თანხაზე, ჩამოჭრილი საკომისიო თიბისის მომხმარებლებს უკან დაუბრუნდებათ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ციფრული არხებიდან გარე სავალუტო გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტბანკით. მომხმარებლებს ვურჩევთ, გადარიცხვისას მიუთითონ შესაბამისი აღნიშვნა -  (Sha).

არსებობს ალბათობა,  შექმნილი ვითარება გამოყენებულ იქნეს თაღლითების მიერ, ასევე ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ანგარიში.
მომხმარებლების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს ვურჩევთ, დარწმუნდნენ მონაცემების ნამდვილობაში და გამოიყენონ უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული საბანკო ანგარიშები.

შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მიმღებმა თანხა სრულად ვერ მიიღოს, რაც დაკავშირებულია შუამავალი ბანკების  საკომისიო გადასახადთან.  ასეთ შემთხვევებზე  სს „თიბისი ბანკი“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

უკრაინის ეროვნული ბანკის  სპეციალური ანგარიშის ნომერი:

Bank of Beneficiary: National Bank of Ukraine,

SWIFT: NBUAUAUX

Beneficiary Account Number: UA843000010000000047330992708

Beneficiary: National Bank of Ukraine

კომენტარები

მსგავსი სიახლეები