1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და ფრანგულმა საფინანსო ინსტიტუტმა, „პროპარკომ“ 50 მილიონი დოლარის სასესხო ხეშეკრულებას მოაწერეს ხელი. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება, რაც  ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი, სტეფან ფრუასარდეი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა  ესწრებოდნენ.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა პროპარკოსთან გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ორივე მხარის მზაობას, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას შევუწყოთ ხელი და წვლილი შევიტანოთ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიმართულებით. აღნიშნული ტრანზაქცია რიგით მეორე წარმატებული პარტნიორობაა პროპარკოსთან.  იმედი მაქვს,  მომავალშიც ერთად არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ, 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ, თიბისისთან თანამშრომლობას ვანახლებთ,  საქართველოში SME სექტორის განვითარების მხარდასაჭერად. ეს ტრანზაქცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს თავისი სტრატეგია ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებით და ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდება ბიზნესმომხმარებლების საჭიროებებს“,  - სტეფან ფრუასარდეი, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 40 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა,  განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ჯანდაცვა  განათლება და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები