1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში - „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა

თიბისის ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალ „დეკანტერში" თიბისის პარტნიორი ღვინის 7 კომპანიის პროდუქციის შესახებ დაიბეჭდა.

ღვინის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ოქტომბრის ნომერში საქართველოზე, ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე მომზადდა სტატია სათაურით - „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა".

სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების" მუზა, „თბილღვინოს" ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის" ალავერდის ტრადიციები, „ქართველის" საფერავი ქვევრი, „შატო მუხრანის" ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის" შატო ნეკრესი-სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინოს" აკიდო - წინანდალი.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს" მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებზე.

„პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, მაშინ როდესაც ფიზიკური გამოფენები და ღონისძიებები შეჩერებულია და შესაბამისად, მეღვინეების წვდომა საერთაშორისო აუდიტორიაზე - შეფერხებული, თიბისისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა მეღვინე პარტნიორებისათვის მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეჩერდეს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს გაყიდვების დიდი პოტენციალი აქვს - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში. ჟურნალ „დეკანტერში" მომზადებული სტატია, რომელსაც საერთაშორისო აუდიტორია გაეცნობა, ვფიქრობთ დროული და სწორი გადაწყვეტა იყო. ზოგადად, სხვადასხვა ინიციატივის პარალელურად, მეღვინეებს წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს - ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, ღვინის სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. სფეროს განვითარებისთვის და მისთვის დამატებითი რესურების მოძიების მიზნით, სახელმწიფო პროგრამებთან არაერთი ინიციატივის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიები, თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილები და საბოლოოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია შექმნან, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მეღვინეობის პროექტებში თიბისის განხორციელებული ინვესტიცია 450 მილიონ ლარამდეა", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

"ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს "ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის" ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის დეგუსტაციები და პრეზენტაციები ეწყობა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღვინის კონკურსებში, გამოფენებსა და ფესტივალებში. ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე 3 ძირითადი გზავნილით წარსდგება: „საქართველო ღვინის სამშობლო", რაც დაფუძნებულია მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებზე. მნიშვნელოვანი გზავნილია „8 ათასი უწყვეტი რთველი" - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის წინ დაიწყეს ღვინის წარმოება და დღემდე უწყვეტად გრძელდება ეს ტრადიცია. მესამე ძირითადი გზავნილია - 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქართული ქვევრის ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგია, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ითვალისწინებს სტატიების განთავსებას მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემებში, მათ შორის, ისეთში, როგორიცაა ჟურნალი "დეკანტერი". ამ გზით ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება პროფესიონალებისა და მოყვარულების წინაშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. პანდემიის პირობებშიც, ჩვენ ვაგრძლებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც სახელმწიფომ მეღვინეობის დარგის განვითრების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა", - ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

ჟურნალი "დეკანტერი" 100-მდე ქვეყანაში ვრცელდება და მას ღვინის სექტორის პროფესიონალი წარმომადგენლები, კოლექციონერები თუ მოყვარულები ეცნობიან. „დეკანტერის" ექსპერტები და დეგუსტატორები ყოველწლიურად ათასობით ღვინოს უწევენ რეკომენდაციას.

ჟურნალ „დეკანტერის" სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: Decanter.com

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები