1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო

ჩვენს პლანეტაზე არსებულმა გლობალურმა პრობლემებმა ეკოლოგიაზე ზრუნვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა აქტუალური. მსოფლიოში ნელ-ნელა გამოჩნდნენ ეკომეგობრული კომპანიებიც, რომელთათვისაც ეკოლოგია და, ზოგადად, ეს თემა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც ეს გარემოსდამცველი თუ ცალკეული ინდივიდებისთის.

„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მწვანე არჩევანი

ჯერ კიდევ 2015 წელს „ტოიოტამ“ მსოფლიოს გამოწვევას უპასუხა და  უმნიშვნელოვანესი პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსირებას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და ეკოსისტემასთან ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრმა თეგეტა“ 2019 წლიდან მწვანე გზა აირჩია, ამ გლობალურ კამპანიაში ჩაერთო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა. აღნიშნულ წამოწყებას 2021 წელს ტოიოტა ცენტრი ბათუმიც შეუერთდა. ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი თეა მანჯავიძე ეკომეგობრული კომპანიის მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებ გვიყვება

„უკვე 2 წელია ყველა მომხმარებელი, ვინც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, „მწვანე გზის კლუბის“ წევრი ხდება, საჩუქრად გადაეცემა გამწვანების ბარათი, ხოლო ჩვენი კომპანია მის სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგს რგავს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ კამპანიით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უმნიშვნელოვანეს პროექტს უერთდება, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს“.

აღდგენილი იმერული მუხა

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. „ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ კი უკვე ამ უნიკალური მუხის 1000 ძირი დარგო. როგორც თეა მანჯავიძე ამბობს  ეკომეგობრული კომპანია გარემოზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს.

„ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, რა თქმა უნდა, მას პერმანენტული ხასიათი ექნება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს ეკოლოგიაზე ზრუნვაში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ხეების დარგვის პროცესში ჩვენი მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთვება.

 

ადამიანები ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის

თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე - სურვილის მიუხედავად ეკოლოგიაზე და უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვას ხშირად ვერ ახერხებენ. გამწვანების პროექტი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელს ამ სურვილის ასრულებაში და ამ მიზნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. ტოიოტა ცენტრი ბათუმის მომხმარებელი - ნინო შავაძე, მწვანე გზის პროგრამას ერთერთი პირველი შეუერთდა.

ყოველთვის მინდოდა, რომ გარემოზე ზრუნვაში ჩემი წვლილი შემეტანა, თუმცა ამას ვერასდროს ვახერხებდი. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ გამწვანების პროექტი კი ამის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ახალი მანქანის შეძენა გადავწყვიტე, ბათუმში ტოიოტას ოფიციალური ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასევე ჩართულია ამ კამპანიაში. ბევრი არც მიფიქრია და ჩემი არჩევანი ჰიბრიდზე შევაჩერე. გარდა იმისა, რომ ახალი, ეკოლოგიური მანქანით დავდივარ და გარემოს ისედაც ნაკლებად ვაბინძურებ, პარალელურად ჩემ მიერ გავლილ კილომეტრებთან ერთად ხეები ირგვება.

ეკომეგობრული კომპანიების მხრიდან აქტიურობა საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებს და მოტივაციას ზრდის. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილის შეძენისთანავე გზას მწვანე მომავლისკენ ირჩევს და უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა სამყაროში ცხოვრებას  ანიჭებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...