1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ელექტრონული საფულის საშუალებით გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათის კომფორტი პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ სასიამოვნო  პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული ცხოვრება მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, ვიდრე მისი მოხმარების უსაფრთხოებისა და კონფედენციალურობის წესებს დავიცავთ.

 

გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

 

·         არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას.

 

·         არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო.

 

·         ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემა.

 

·         ნურავის გაუზიარებთ  ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს,  ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია. 

 

·        ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

 

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა  ედუფინი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...