1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც "კლიმატის მწვანე ფონდის" (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

.„კლიმატის მწვანე ფონდის"აკრედიტაცია თიბისისშესაძლებლობას მისცემს,ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრადგანვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი.

"ვამაყობთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდის" მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის რეგიონში. აღნიშნული პრესტიჟული სტატუსიშესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატის სფეროში დაფინანსების პოტენციალი გამოვიყენოთდა საქართველოში კლიმატურ მდგრადობას შევუწყოთ ხელი. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსჩვენსმთავარ ღირებულებას -ბიზნესი პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზებით ვაწარმოოთ და წვლილი შევიტანოთ კლიმატური ცვლილებების გამკლავების პროცესში", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„კლიმატის მწვანე ფონდი"საერთაშორისო ფონდია, რომელიც გაეროს მიერ 2010 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი, კლიმატური ცვლილებების გამოწვევებისსაპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. „კლიმატის მწვანე ფონდი" ორიენტირებულია კლიმატის სფეროში დაფინანსების უზრუნველყოფისა და კლიმატური მდგრადობის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები