1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი", რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს ფესტივალის სტუმრებს. ფილმის რესტავრატორი, ელია ფარსადანიშვილი ფესტივალზე სტუმრებს რესტავრაციის დეტალებზე მოუყვება და აჩვენებს თუ როგორ აღდგა ფილმი და მოვიდა მაყურებლამდე.

ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდება ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია: საუკეთესო კინომუსიკა, საუკეთესო კინომხატვრობა და ჟიურის სპეციალური პრიზი.
საკონკურსო ფილმებს 2 ქართველი და 3 უცხოელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.
„ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი",- განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ.

„SOLO ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს მნიშნველოვან და საინტერესო ღონისძიებებს. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალიარ არის გამონაკლისი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. მასში კიმონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. მესტიის ფესტივალზე ARSENAl სტუმრის სტატუსით და საკუთარი სექციით წარსდგება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო სექტემბერი გველის",- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

ფესტივალისთვის განსაკუთრებული პატივია ARSENAl-ის თანადგომა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოსგან გამოყოფა, როცა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1975 წელს, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალეში"შესაძლებელი გახდა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით - „დიდი მწვანე ველი" - გაიხსნა და დაიბადა კიდეც გამოთქმა"კინოს ქართული ფენომენი".

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლებია(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:www.mestiaff.ge

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები