1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“აბსოლუტურმა დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს, ამიტომ ამაზე აპელირება კომიკურია” – ექიმი ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

” ბევრი შეკითხვა მივიღე ინბოქსში და ამიტომ საჯაროდ ვუპასუხებ ყველას ჩემს მოსაზრებაზე ქართული წარმოების ნიღბებთან დაკავშირებით.ფართო მასებისათვის მოსახმარი ნიღაბის მთავარი დანიშნულებაა ვირუსის განსაკუთრებულად დიდი, ტოქსიკური დოზებისაგან თავის არიდება, საუბარით, ხველებითა და ცემინებით გამოფრქვეული ნერწყვის მექანიკური შეჩერებით. ამასთან, სახეზე ხელის უშუალოდ შეხების შანსების მაქსიმალური შემცირება. ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი. ვირუსმფილტრავი ნიღბების წარმოება ძალიან ჩახლართული და რთული ტექნოლოგიაა, ამასთან ძვირადღირებულიც, ამიტომ მათი მასობრივი წარმოების აწყობა ხანგრძლივ პროცესსა და დიდ თანხებს მოითხოვს. ამასთან, ფართო მასებს ნამდვილად არაფერში სჭირდებათ ვირუსმფილტრავი ნიღბები. სოციალური დისტანციის დაცვა და უბრალო მექანიკური ბარიერი ცხვირპირზე საკმარისია. ვირუსმფილტრავი ნიღბები სჭირდებათ სამედიცინო პროფესიონალებს და დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სხვა ადგილებში მომსახურე პერსონალს.შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის ქართული ნიღბები საკმარისია და არავითარი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმება არ სჭირდება, რადგან აბსოლუტურმა დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს. ამიტომ ამაზე აპელაცია კომიკურია და ვერ ვხვდები რა უნდა შეემოწმებინა ლაბორატორიას

ვიზუალზე და ფინანსურ მაქინაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უკვე მოქალაქეთა ესთეტიკური და პოლიტიკური პრეფერენციების სფეროა და მე პირადად სისულელედ მიმაჩნია მასში ჩარევა, მითუმეტეს რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ფრიად კმაყოფილია.გმადლობთ! ” – წერს ზურაბ გურული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები