1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საუკეთესოა, ის არის, ვინც ზუსტად იცი, რომ გადაგარჩენს… – ნინო გიორგობიანი

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“პალატა 347 გრძელი დერეფნებით და გრძელი დღეებით.

მარტივი არ იყო, თუმცა საოცარმა მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული წუთები მარტივად გადამეტანა.

მუდამ პულსზე ედოთ ხელი და ჩემს მაჯისცემას მიყვებოდნენ.

აქამდე მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი ლევან რატიანს და შორიდან მესმოდა მისი პროფესიონალიზმის შესახებ, თუმცა, სხვა განცდაა, როდესაც ეს ყველაფერი შენს თავს ხდება და შენი ამბავია.

როგორ არ ვთქვა: ეს ადამიანი ყველას იმედია, ყველას შვებაა, საუკეთესოა, ის არის, ვინც ზუსტად იცი, რომ გადაგარჩენს… ყველა პაციენტის ისტორია ზეპირად იცის შესვლის დღიდან – გაწერამდე… მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროფესიონალი ექიმები გვყავს!

დღეს დავტოვე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ჩემი პალატა და გრძელი დერეფანი…

აქ გატარებული ყველა დღე მახსოვს, მახსოვს მეზობელი პაციენტები, ერთმანეთისთვის გაზიარებული განწყობები და სურვილები…მახსოვს ხეივანის ხედი პალატიდან და ფანჯარასთან გასამხნევებლად მოსული ჩემი მეგობრების ჯარი…ისიც მახსოვს, როგორ გულით მინდოდა ამ სიმწვანეში სეირნობა….ბოლოს დადგა დღეც, როცა ექიმებმა დაბლა ჩასვლის ნებართვა მომცეს და არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც ჩემს პალატას უკვე დაბლიდან, ხეივნიდან გავყურებდი… მიხაროდა ბევრი ჰაერი, მზე, სიმწვანე…

ჯამრთელობას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ვერაგ დაავადებას კვლავ ებრძვის და ვისურვებდი, მალე დაგვეძლიოს კოვიდის რთული ეტაპები და დავუბრუნდეთ მშვიდ და მშვიდობიან ცხოვრებას!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს , ყველას ვინც ასე გმირულად ემსახურება თავის პროფესიას.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები