1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააკაშვილი მართლმსაჯულებას ემალება და ვერ ჩამოდის, ამიტომ ჩადის მელია იქ… მათი შეხვედრა და კომენტარები მეათეხარისხოვანია – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ემალება და საქართველოში ვერ ჩამოდის, სწორედ ამიტომ, მელია ჩავიდა კიევში. მისი თქმით, ამ შეხვედრას საქართველოს მომავალი ცხოვრებისა და პერსპექტივებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს:

“ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პარლამენტისა და არჩევნების წინააღმდეგ საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი, მათი შეხვედრა და კომენტარები მეათე ხარისხოვანია, ნომერი პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ამით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებაა. ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან ემსახურება იმას, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში, მიუხედავად არაერთი დაპირებისა. სწორედ ამიტომ, მელია ჩადის მასთან. სხვა შინაარსს ან რაიმე პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები