1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება

ჩამოტვირთვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

„იქნება არამარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის „ნოვავაქსის“ ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული „ასტრაზენეკას“ „მოდერნას“ „ფაიზერის“ ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. „ნოვავაქსი“ არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა „ნოვავაქსის“ შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან“ მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.

„კოვიდვაქცინებს, განსხვავებით რუტინული ანუ კალენდარული ვაქცინებისგან, მეტი აქვთ გვერდითი მოვლენების ალბათობა. მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და ა.შ. ამიტომ, ისინი ტარდება ჰიოსპიტალურ დაწსებულებებში და ეს გაფართოვდება ყველა ჰოსპიტალში. ქვეყანაში არის დაახლოებით 200-ზე მეტი ჰოსპიტალი. გარდა ამისა, ივლისიდან გვინდა, რომ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, შეიქმნას მასობრივი აცრების ცენტრები, რომელთა გამტარუნარიანობა დღიურად იქნება 3000-4000 აცრა. ეს შესაძლებელი გახდება, როდესაც ქვეყანაში შესაბამისი მარაგები გვექნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები