1 5 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში – ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ფხაკაძემ facebook-ის ლაივ-ჩართვის დროს განაცხადა. 

“დღეიდან, ორშაბათიდან, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო – დიახ, დიახ, გიორგი ფხაკაძე ფიქრობს ასე, მისი ე.წ “აფერისტული განათლებით” და ექსპერტიზობით, საქართველოში დაიწყო მესამე ტალღა. ტალღის არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყოველ დღე 10 000 ადამიანი უნდა ჰყავდეს ქვეყანას ინფიცირებული. ტალღა ნელ-ნელა გეპარება. ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები