0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შემზარავი ფაქტი კახეთში - 30 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონაზე არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხში დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც 10 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. უწყების ცნობით, ის ასევე ძალადობდა ცოლსა და შვილებზე.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები