1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, ამით ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცემა - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.

„უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები