2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 წლის გოგომ დედა სიკვდილს გადაარჩინა

 ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში 4 წლის გოგომ დედა სიკვდილს გადაარჩინა. 

 32 წლის კეტი ჰემფრისი 4 წლის ფეისთან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც ქალს ასთმის მძიმე შეტევან დაეწყო. გონების დაკარგვამდე ქალმა მოასწრო, შვილისთვის ეთქვა, რომ „დედას დახმარება სჭირდება“.

 ამის შემდეგ გოგომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და ექიმები გამოიძახა. მან ოპერატორს დედის სახელი უთხრა და თქვა, რომ „დედიკო ვეღარ სუნთქავს“.

 ოპერატორი ბავშვს ექიმების მოსვლამდე ესაუბრებოდა. ფეიმ ექიმებს კარი გაუღო, მათ კი 32 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები