2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები