0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ინსტაგრამის ახალი ვარსკვლავი: 47 წლის ბებია , რომლის გარეგნობა 20 წლის გოგოსაც კი შეშურდება

   ორი შვილიშვილი, ერთი შვილი , საკუთარი ბიზნესი და 200 ათასზე მეტი ხელმომწერი ინსტაგრამ გვერდზე -  მოკლედ ამის თქმა შეგვიძლია ქალზე, რომელიც 47 წლის არის, ქვია ჟაკლინი  და  იტალიაში მოდის სფეროს იპყრობს

  როგორც ჟაკლინი ამბობს, ინსტაგრამზე ფოტოების გამოქვეყნება მიზნად ისახავდა იმ ქალბატონებისთვის მოტივაციის მიცემა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ 40 წლის ასაკის მერე, ქალის ცხოვრება უფერულდება. თუ კარგად დავაკვირდებით ფოტოებს და თუ ბრენდებშიც კარგად ვერკვევით, მაშინ შევამჩნევთ, რომ ჟაკლინს ყველა აქსესუარი და ტანისამოსი ბრენდული აქვს..   Fendi, Hermès, Chanel, Louis Vuitton ,Dolce & Gabbana.. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომლებსაც 47 წლის ბებია უპირატესობას ანიჭებს

  გარდა იმისა, რომ ჟაკლინს იდეალური ფიგურა აქვს ,ის სახეზეც უნაკლოა, ლამაზმან ქალბატონს არცერთი ნაოჭი  არ აქვს და ამასთან , ყოველთვის მსუბუქ მაკიაჟს ატარებს. როგორც ჟაკლინი ამბობს,  უყვარს საკუთარი თავი, მოდა და ყოველი ახალი დღის გათენებას დიდი სიხარულით ხვდება

                                                              ავტორი: სუზი მკრტიჩიანი                                                

კომენტარები

მსგავსი სიახლეები