1 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი: Google Pay საქართველოშია და ჩვენი მომხმარებლისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი, ამ მიმართულებით  სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია - Google საფულე (Google Wallet)  საქართველოში შემოვიდა.

 

Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე  ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის. დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით)  ექნებათ  შესაძლებლობა, ისარგებლონ  ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express- ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე,  გაანაღდოს თანხა ბანკომატით Visa ან Mastercard-ის საშუალებით. 

 

Google საფულის (Google Wallet) საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება ძალიან მარტივია. მომხმარებელი მობილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში მისთვის სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა/დამახსოვრებას ახდენს, რომლის შემდეგაც ავტომატურად ეხსნება Google  საფულე და მასში ასევე ავტომატურად აისახება საბანკო ბარათის მონაცემები;

 

უნდა აღინიშნოს, რომ Google Pay-ს გამოყენება გადახდებს კიდევ უფრო დაცულს ხდის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის (ე.წ.ტოკენის) ნომრის გამოყენებით ხორციელდება. ეს გახლავთ უსაფრთხოების დინამიური კოდი, რომელიც  ყოველ ტრანზაქციასთან ერთად იცვლება, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიას წარმოადგენს. Google საფულის დასაყენებლად აუცილებელია ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა. მისი გამოყენება კი უსაფრთხოა.

 

„ჩვენთვის როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად  ინტერესებსა და საჭიროებებს რათა მათ ახალი, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის მიერ  Google Pay -ის ინოვაციური გადახდების დანერგვაც. გადახდის ეს კომფორტული, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ,  საქართველოს ბანკმა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც Android-ს იყენებდა, შექმნა Tskapp აპლიკაცია, რომელსაც ახლა უკვე სრულად ჩაანაცვლებს Google Pay. Google-ის საგადახდო აპლიკაცია 45-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მოხარული ვარ, რომ დღეიდან  ამ სიას საქართველოც შეემატა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

„Google Pay მომხმარებლებს 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო  გადახდებს საკუთარი Android-ით ან Wear OS მოწყობილობით“, - განაცხადა ჯენი ჩენგმა, Google Wallet-ის ვიცე-პრემიერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ის აპში და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცულია, გადახდები კი, რომელსაც ისინი ონლაინ ან ტრანსპორტით მგზავრობისას განახორციებელენ, სრულიად უსაფრთხო“.

 

Google Pay-ით სარგებლობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:  https://go.bog.ge/3tytNnL

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...