1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ორგანიზებით კახეთში ბიზნესფორუმი გაიმართა

კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, თიბისიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებისათვის ფორუმი გამართა, სადაც ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.  

 

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

 

„წლევანდელი რეგიონული ფორუმების სერია, რომელსაც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, კახეთის, რიგით მე-5 ბიზნეს ფორუმით დაიხურა. წელს, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კახეთში მეტი აქცენტი ექსპორტსა და ტურიზმზე გაკეთდა. ფორუმში 200-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა,“ - ანკა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე.

 

„ვისაუბრეთ ამ რეგიონისთვის ძალიან აქტუალური თემაზე - სასტუმროს მენეჯმენტზე და ოპერაციებზე.   როგორ უნდა გავხსნათ და  გავმართოთ სასტუმრო, რომ სწორად დაიწყოს ფუნქციონირება. ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს რეგიონს და ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესისთვის,“- ქეთი ალიმბარაშვილი, ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით.

 

„თიბისის რეგიონული ფორუმების სერია წარმატებით გაგრძელდა კახეთში. ჩვენ ვისაუბრეთ  ფინანსებზე სხვადასხვა მიმართულებით აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე,“ - შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი. 

 

„მე ვისაუბრე სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე,  რაც აგრარულ სექტორს განვითარებადი ბაზრების მიმართულებით აქვს. მსგავსი ფორუმები, პირველ რიგში, არის კომუნიკაციის კარგი საშუალება კერძო სექტორსა და სხვა დამხმარე სექტორებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“ - გიორგი გუდაბანიძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი.

 

 

ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა.

 

„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ვეცნობით ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებს და გამოცდილებას, რომელიც შეიძლება შემდეგში ჩვენს საქმიანობაში გამოვიყენოთ,“  - ალექსი ბარათაშვილი, სასტუმრო კომპლექს „ზუზუმბოს“ გენერალური მენეჯერი.

 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო თემაზე, რაც კომპანიის ბრენდირებას შეეხება. ამ თემაზე ბევრი საინტერესო პასუხი მივიღე,“  - სანდრო მილორავა, მარანი „მილორაულის“ დამფუძნებელი.

 

წელს თიბისიმ რეგიონული ფორუმების სერიით საქართველოს შემდეგი რეგიონები დაფარა: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და კახეთი. რეგიონული ფორუმები 2023 წელსაც გაგრძელდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...