1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით FIABCI – Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად,  უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022“ 20 გამარჯვებული გამოვლინდა. ღონისძიებას სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსმა“ უმასპინძლა.

 

ასე გამოიყურება გამარჯვებულთა სია, შემდეგ ნომინაციებში:

·         დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები (5 სართული და ნაკლები) - ოქროს გამარჯვებული - „კრწანისი რეზორთ რეზიდენსი“.

·         საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) - ოქროს გამარჯვებული - „დომუსი“

·         კურორტი - ოქროს გამარჯვებული - „შუხმან ჯგუფი“;

·         კურორტი- ვერცხლის გამარჯვებული - „ვილა რეზიდენსი“

·         ენერგო ეფექტური და მწვანე პროექტები - ოქროს გამარჯვებული - „თბილის ჰილსი“; ვერცხლის გამარჯვებული - „დომუსი“

·         მრავალფუნქციური კომპლექსი - ოქროს გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“

·         რესტორანი - ოქროს გამარჯვებული - „ეთნო წისქვილი“

·         სასტუმრო - ოქროს გამარჯვებული - ბუტიკური სასტუმრო „მანინო უწერა“; ვერცხლის გამარჯვებული - „შუხმან ვაინს შატო და სპა“;

·         მდგრადი განვითარება - ოქროს გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“; ვერცხლის გამარჯვებული - „მეამა“

·         საოფისე ფართები - ოქროს გამარჯვებული - „მეამა“; ვერცხლის გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“

·         საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა - ოქროს გამარჯვებული - „ბათუმის სტადიონი“, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“

·         გენერალური გეგმა - ოქროს გამარჯვებული - „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“; ვერცხლის გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“

 

დაჯილდოების ფარგლებში სპეციალური  ჯილდო სამ ნომინაციაში გაიცა. ესენია:

·         FORBES WOMAN GEORGIA-ს ნომინაცია: გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში - სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი;

·         ჟურნალ სითის ნომინაცია: ინოვატორი არქიტექტორი - გიორგი ხმალაძე;

·         PROPERTY GEORGIA-ს ნომინაცია: სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“.

 

ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე  მიიღებენ.

 

დაჯილდოებამდე საერთაშორისო კონფერენცია „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“ გაიმართა. ღონისძიებაზე უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. კონფერენციაში მონაწილეობა სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან მიიღეს.

 

ინფორმაციისთვის, FIABCI-Georgia საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და კონტაქტების დამყარების უნიკალური პლატფორმაა. მისი მიზანია, აღნიშნული ღონისძიებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...