1 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა დევიდ ბლოოდმა 5 ივლისს თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში თიბისი ბანკისა და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა ისაუბრა.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ტრენინგ-პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც კურსებს ხელმისაწვდომს გახდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნება iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.

კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში, დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.

„თიბისისთვის განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. არაერთი წელია თიბისი აკადემია, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის დაინტერესებულ ადამიანებს. ამჯერად კი USAID-თან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ICT მიმართულებით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების როგორც მომზადებას, ასევე გადამზადებას დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ თიბისიში და ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციებში“. - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ ორ კურსზე - iOS დეველოპმენტი და TOT დაწყებულია რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს თიბისი აიტი აკადემიის ვებ-გვერდზე.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიურ მიმართულებებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...