0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,"ნინო" არის სასაკლაო! იდიალური ორსულობა ჰქონდა და ორი ბავშვი დარჩა უდედოდ, ობლად..."

თბილისში სამშობიარო სახლ "ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის ლიფტში დაიღუპა.

აღნიშნულ ფაქტს ახალგაზრდა ქალის მეგობარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ყველას საყურადღებოდ მინდა დავწერო რომ გლდანის კლინიკა "ნინო" არის სასაკლაო. ნუღარ დადიხართ იქ და მითუმეტეს ნუ მსობიარობთ!!!

მეგობარი დაიღუპა გუშინ იქ, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, 35 წლის გოგო, რომელსაც იდიალური ორსულობა ჰქონდა და ორი ბავშვი დარჩა უდედოდ,ობლად... ის კლინიკა არის დასახური. ნუ მისცემთ იმის საშუალებას რომ განაგრძონ მოღვაწეობა იქაურმა ექიმებმა,"- წერს აქსანა გიგინეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები