0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

და მაინც, რა შემთხვევაში იქმნება გარდამავალი მთავრობა?

"რა შემთხვევაში იქმნება გარდამავალი მთავრობა ?" - სხვადასხვა ქვეყნების გამოციდლებას ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს. 

 "კინკონგოში, გარდამავალი მთავრობა პრეზიდენტ კაბილას მკვლელობის შემდეგ შეიქმნა,

 ერაყში - ჰუსეინის რეჟიმის დამხობის გამო.

 ეგვიპტეში, გარდამავალი მთავრობის შექმნა მუბარაქის ჩამოგდებამ გახადა აუცილებელი,

 ზიმბაბვეში - მუგაბეს დაპატიმრებამ.

 ლიბიაში, გარდამავალი მთავრობის ფორმირება კადაფის ჩაქოლვამ განაპირობა, 

 თურქეთში - კრიზისმა და საპარლამენტო არჩევნების მომზადების საჭიროებამ... 

 საქართველოში იმ ბრძენი კაცის მოუცლელობამ და წულუკიანის ყოფნა-არყოფნის
 საკითხმა", - წერს გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ რომ პრემიერობის ახალმა კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საკმაოდ უცნაური და უპერეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. 

მან, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად  ე.წ. გარდამავალი მთავრობა წარუდგინა, რომელიც სულ რაღაც სამ კვირაში მისივე ინიციატივით ისევ უნდა შეიცვალოს.

 "ასე სახაჭაპურეც არ იმართება" - განაცხადა ბახტაძის ამ გადაწყვეტილების შეფასებისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები