0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"იმ ბიჭის დაბადების დღეა, რომელსაც მამა აფხაზეთში მოუკლეს"- როგორ ულოცავს ლუკა კურტანიძეს დაბადების დღეს მეუღლე

ლუკა კურტანიძეს მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

"დიახ, დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა
იმ ბიჭის, რომელსაც მამა აფხაზეთში მოუკლეს.
იმ ბიჭის, რომელმაც მშობლის, შვილის, მამის და ძმის ტვირთი ერთნაირად იტვირთა და ბევრი შეცდომით, მარცხით და გამარჯვებებით დღემდე ღირსეულად მოიტანა. 
იმ ბიჭის, რომელმაც მეგობრობა სიცოცხლის ფასად იცის, არადა თავად ბევრჯერ უღალატეს. 
იმ ბიჭის, რომელმაც სამშობლოსთვის თავისი წილი ტვირთი ღირსებით ატარა.
იმ ბიჭის რომელიც ერთგულებისთვის დასაჯეს და გაწირეს.
იმ ბიჭის, რომელიც იდეალისტია და ყველა იდეალი მის თვალწინ ნელ-ნელა გაუფასურდა.
იმ ბიჭის, რომელსაც სიცოცხლე მხოლოდ თავის სამშობლოში შეუძლია და რომელმაც სხვა ქვეყანაში ბევრ მილიონიან კოტრაქტებზე უარი თქვა.
დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები