პოლიტიკა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
2024-08-02 12:43:24
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკის, ჯამში 35 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები